სტერეოტიპი: იტალიელები ჭამენ პასტას ყოველ დღე
სიმართლე: კი
დაკვირვება: იტალიელები ჭამენ პასტას ყოველ დღე.. ზოგჯერ დღეში ორჯერაც კი. ეს დამოკიდებულია თუ რა ფაზაშია მთვარე და ქარის მიმართულებაზე.
სტერეოტიპი: გზები იტალიაში არის სპაგეტივით.. სავსეა ლამბორგინით, ფერარით და მასერატით, რომლებიც დაქრიან 300 კმ/სთ სიჩქარით.
სიმართლე: არა
დაკვირვება: მე პირადად რომში არც ერთი ლამბორგინი და მასერატი არ მინახავს.. მხოლოდ ფერარი, ისიც მაღაზიაში.. სიმართლე რომ ითქვას რომში და საერთოდ იტალიაში მანქანების 96% არის ფიატი..
სტერეოტიპი: არის არაჩვეულებრივი ყავის კულტურა, რომლის მაგალითიც არის სტარბაქსი.
სიმართლე: არა
დაკვირვება: სტარბაქსი არაფერი არ არის იტალიურ ყავასთან შედარებით. განა იმიტომ რომ არ შეუძლიათ ჰქონდეთ, უბრალოდ არ უნდათ და არაფერში არ ჭირდებათ. იტალიაში არის ესპრესო, რომელსაც უბრალოდ ყავას ეძახიან.. სანამ ესპრესოს დალევთ აუცილებლად უნდა მოითხოვოთ წინასწარ ერთი ჭიქა წყალი, რათა ყავას გემო არ გაუფუჭდეს..
სტერეოტიპი: იტალიელები არიან მოდურები
სიმართლე: კი
დაკვირვება: არავითარი ნაქარგიანი ჯინსები და კაბები, რომლებიც ნაგვის ტომარას უფრო წააგავს. იტალიელების ამოცნობა შეიძლება იმით, თუ როგორ გამოიყურებიან..
D & G -ს სათვალე, Calvin Klein-ის ტრუსები, Levi's-ის ჯინსები, Gucci-ის ჩანთა და კარგი ზაგარი წლიეს ნებისმიერ დროს.
სტერეოტიპი: იტალიელები ძალიან ხშირად ხმარობენ სიტყვებს “mamma mia!” “va fan culo!” "Bello".
სიმართლე: კი
დაკვირვება: ეს სიტყვება იმდენად ხშირად იხმარება, განსაკუთრებით კი ეს უკანასკნელო, რომ ინგლისიდან ჩამოსულმა ჩემმა დამ დაასკვნა, რომ იტალიაში "Bello" ისეთივე სიხშირით იხმარება, როგორც ინგლისში "lovely" და საქართველოში "შეჩემა".
სტერეოტიპი: იტალიელები არიან რომანტიკოსები.
სიმართლე: კი
დაკვირვება: ამის მაგალითად შეიძლება ითქვას ის, რომ იტალიელი მამაკაკაცი არასოდეს გაუშვეს ქალს მარტოს სახში, ანუ გაცილების გარეშე.
სტერეოტიპი: იტალიელები საუბრობენ ხმამაღლა და ჟესტებით
სიმართლე: კი
დაკვირვება: სულ რომ იტალიური ერთი სიტყვა არ გესმოდეს მიხვდები თუ რაზე საუბრობენ. იტალიელებს არ შეუძლიათ მხოლოდ საუბარი.. თუ ხელები დაკავებული აქვთ იწყებენ მხრების ქნევას. იტალიელები ბევს მოგზაურობენ, მაგრამ ენების კარგი ცოდნით არ გამოირჩევიან.. სწორედ სხეულის ენა ეხმარებათ მათ საზღვარგარეთ კომუნიკაციაში. ხოლო, რაც შეეხება ხმამაღლა საუბარს.. ისინი არ ერიდებიან ყვირილს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ავტობუსში.. უცხოელები ფიქრობენ, რომ ისინი ყრუები არიან ან ერთმანეთში ჩხუბობენ..
No comments:
Post a Comment