ხოლო, რაც შეეხება თვითონ იტალიის, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, 1861 წელს თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე არსებული პატარა სამეფო-სამთავროები გაერთიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სულ ბოლოს მათ შეუერთდა რომი, სადაც მანამდე პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდა პაპს. 1922 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ფაშისტური ხელისუფლება ბენიტო მუსოლინის მეთაურობით, რომელიც ჩათრეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. სულ ბოლოს კი 1947 წელს იტალია გახდა დემოკრატიული რესპუბლიკა
იტალია სულ ოდნავ დიდია ამერიკის შტატ არიზონაზე.. აქვს ჩექმის ფორმა და ესაზღვრება ადრიატიკის, იონიის, ლიგურიისა და ხმელთაშუა ზღვები. გარდა ჩექმისა იტალიას ეკუთვნის ისეთი ყველასთის ცნობილი კუნძულები, როგორიც არის, სიცილია, სარდინია, ელბა, კაპრი, ისკია და აშ..
ხოლო რაც შეეხება მოსაზღვრე ქვეყვებს, ესენია: საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და სლოვენია. გარდა ამისა იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სუვერენული სახელმწიფო: ვატიკანი და სან-მარინო..
.

No comments:
Post a Comment