Monday, June 28, 2010

ყველა გზა რომში მიდის

ლეგენდის თანახმად, რომი ძმებმა რომულუსმა და რემუსმა დააარსეს. რომულისი და რემუსი ომის ღმერთის მარსის შვილები იყვნენ. ალბა ლონგაში მეფობდნენ ენეოსის შთამომავლები ნუმიტორი და ამულიუსი. ამულიუსმა ხელში ჩაიგდო ძმის ტახტხი და რათა მის ძმისშვილს არ ჰყოლოდა შვილები, დანიშნა იგი ქალღმერთ ვესტას ქურუმად. რამდენიმე ხნის შემდეგ გაირკვა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო. ეს ვესტას ქურუმების წესის უხეში დარღვევა იყო. ამისთვის ქალი დაამწყვდიეს და მასთან არავის უშვებდნენ.

მან შვა ორი ვაჟი, ლამაზები და ძლიერები. ამან აღაშფოთა ამულიუსი და უბრძანა მსახურს, ბავშვები ტყეში წაეყვანა და იქ დაეტოვებინა. მსახურმა ბავშვები კალათაში ჩასვა და მდინარე ტიბრის პირას დატოვა. მდინარე ადიდდა, აიტაცა კალათა და გაიტანა მდელოზე. აქ ისინი ძუ მგელმა იპოვა და გამოკვება. ბავშვების დაცვაში მას კოდალა ეხმარებოდა. კოდალა და მგელი მარსის ღვთაებრივი ცხოველები არიან.

ჩვილები ამულიუსის მწყემსმა ფაუსტულმა იპოვა და გაზარდა. ნუმიტორის მომხრეებმა იზრუნეს მათ განათლებაზე. ბიჭები ლამაზები, ღონივრები და გულადები გაიზარდნენ, მაგრამ რომულუსი მაინც უფრო ჭკვიანი და საზრიანი იყო, ყველა ხედავდა რომ იგი ძალაუფლებისთვის იყო დაბადებული.

ძმებმა თავის გარშემო ათასგვარი ხალხი შეკრიბეს, მათ შორის იყვნენ მონები, ღატაკები და ათასგვარი ავანტიურისტები. მათთან ასევე ამულეუსის ტირანიით უკმაყოფილონი იკრიბებოდნენ, ალბათ ამან უბიძგა ძმებს მეფის წინააღმდეგ აჯანყება მოეწყოთ. ამულიუსი შეიპყრეს და მოკლეს.

ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ძმებმა არ მოისურვეს ქალაქში დარჩენა და დამოუკიდებლად ქალაქის დაარსება განიზრახეს. ამ ნაბიჯისკენ მათ იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ მათ გარშემო შეკრებილ გაქცეულ მონებთან ქალაქის მოქალაქეებს ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდათ. ვერ მოასწრეს ძმებმა ქალაქის მშენებლობის დაწყება, როდესაც ადგილის არჩევის გამო წაიჩხუბეს. რომულუსმა პალატინის ბორცვი აარჩია, ხოლო რემუსს სურდა ქალაქის რემორიასთან დაარსება. ძმებმა გადაწყვიტეს ფრინველებზე მკითხაობით გადაეწყვიტათ ეს საკითხი, რომულუსის მხრიდან ექვსი ძერა გამოფრინდა ხოლო რემუსის მხრიდან ორჯერ მეტი. ზოგი ამბობს, რომ რომულუსმა მოიტყუა და რემუსი რომ მივიდა ფრინველები მხოლოდ მაშინ გამოფრინდნენ.

რემუსი ამის გამო ძალიან გაბრაზდა და როდესაც რომულუსმა კედლის გარშემო თხრა დაიწყო, რემუსი მას დასცინოდა და საქმეს უფუჭებდა. ერთხელაც გადაახტა თხრილს და მკვდარი დაეცა. ზოგი ამბობს რომ იგი რომულუსმა მოკლა, ხოლო სხვები ამბობენ, რომ რომულუსის მეგობარმა ცელერუსმა.

რემუსის დაკრძალვის შემდეგ რომულუსმა დაასრულა ქალაქის მშენებლობა. მან ერუტრიიდან მოიწვია ქურუმები ქალაქის საკურთხევლად. გავრცელებული აზრის მიხედვით რომი დაარსდა მაისის კალენდებამდე 11 დღით ადრე, მეექვსე ოლიმპიადიდან მესამე წელს.

ქალაქის დაფუძნების შემდეგ, რომულუსმა ლეგიონებისა და სენატის დაარსებასთან ერთად, მას ახალი მოქალაქეებიც შემატა მეზობელი საბინების ტომებისგან ქალების მოტაცებით, რამაც საბინებისა და რომაელების ერთ ხალხში აღრევა გამოიწვია. წარმატებული დაპყრობითი ომების წყალობით რომულუსმა დროთა განმავლობაში სამეფოს ვრცელი ტერიტორია და დიდი რაოდენობით ხალხი შემოუერთა.

გარდაცვალების შემდეგ რომულუსს ღმერთი ქირინუსის სტატუსი მიანიჭეს და ის რომაელი ხალხის ღვთიური განსახიერება გახდა. დღეს მას მითოლოგიურ ფიგურად მიიჩნევენ, ხოლო მისი სახელი ქალაქი რომისგან წარმოებული უნდა იყოს, რომელიც თავის მხრივ სიტყვისგან "მდინარე" უნდა მომდინარეობდეს.

სტერეოტიპები

სტერეოტიპი: იტალიელები ჭამენ პასტას ყოველ დღე
სიმართლე: კი
დაკვირვება: იტალიელები ჭამენ პასტას ყოველ დღე.. ზოგჯერ დღეში ორჯერაც კი. ეს დამოკიდებულია თუ რა ფაზაშია მთვარე და ქარის მიმართულებაზე.

სტერეოტიპი: გზები იტალიაში არის სპაგეტივით.. სავსეა ლამბორგინით, ფერარით და მასერატით, რომლებიც დაქრიან 300 კმ/სთ სიჩქარით.
სიმართლე: არა
დაკვირვება: მე პირადად რომში არც ერთი ლამბორგინი და მასერატი არ მინახავს.. მხოლოდ ფერარი, ისიც მაღაზიაში.. სიმართლე რომ ითქვას რომში და საერთოდ იტალიაში მანქანების 96% არის ფიატი..

ტერეოტიპი: არის არაჩვეულებრივი ყავის კულტურა, რომლის მაგალითიც არის სტარბაქსი.
სიმართლე: არა
დაკვირვება: სტარბაქსი არაფერი არ არის იტალიურ ყავასთან შედარებით. განა იმიტომ რომ არ შეუძლიათ ჰქონდეთ, უბრალოდ არ უნდათ და არაფერში არ ჭირდებათ. იტალიაში არის ესპრესო, რომელსაც უბრალოდ ყავას ეძახიან.. სანამ ესპრესოს დალევთ აუცილებლად უნდა მოითხოვოთ წინასწარ ერთი ჭიქა წყალი, რათა ყავას გემო არ გაუფუჭდეს..

სტერეოტიპი: იტალიელები არიან მოდურები
სიმართლე: კი
დაკვირვება: არავითარი ნაქარგიანი ჯინსები და კაბები, რომლებიც ნაგვის ტომარას უფრო წააგავს. იტალიელების ამოცნობა შეიძლება იმით, თუ როგორ გამოიყურებიან..
D & G -ს სათვალე, Calvin Klein-ის ტრუსები, Levi's-ის ჯინსები, Gucci-ის ჩანთა და კარგი ზაგარი წლიეს ნებისმიერ დროს.


სტერეოტიპი: იტალიელები ძალიან ხშირად ხმარობენ სიტყვებს mamma mia!” “va fan culo!"Bello".
სიმართლე: კი
დაკვირვება: ეს სიტყვება იმდენად ხშირად იხმარება, განსაკუთრებით კი ეს უკანასკნელო, რომ ინგლისიდან ჩამოსულმა ჩემმა დამ დაასკვნა, რომ იტალიაში "Bello" ისეთივე სიხშირით იხმარება, როგორც ინგლისში "lovely" და საქართველოში "შეჩემა".


სტერეოტიპი: იტალიელები არიან რომანტიკოსები.
სიმართლე: კი
დაკვირვება: ამის მაგალითად შეიძლება ითქვას ის, რომ იტალიელი მამაკაკაცი არასოდეს გაუშვეს ქალს მარტოს სახში, ანუ გაცილების გარეშე.


სტერეოტიპი: იტალიელები საუბრობენ ხმამაღლა და ჟესტებით
სიმართლე: კი
დაკვირვება: სულ რომ იტალიური ერთი სიტყვა არ გესმოდეს მიხვდები თუ რაზე საუბრობენ. იტალიელებს არ შეუძლიათ მხოლოდ საუბარი.. თუ ხელები დაკავებული აქვთ იწყებენ მხრების ქნევას. იტალიელები ბევს მოგზაურობენ, მაგრამ ენების კარგი ცოდნით არ გამოირჩევიან.. სწორედ სხეულის ენა ეხმარებათ მათ საზღვარგარეთ კომუნიკაციაში. ხოლო, რაც შეეხება ხმამაღლა საუბარს.. ისინი არ ერიდებიან ყვირილს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ავტობუსში.. უცხოელები ფიქრობენ, რომ ისინი ყრუები არიან ან ერთმანეთში ჩხუბობენ..



Sunday, June 27, 2010

სუუულ თავიდან


საერთოდ სახელი იტალია უკავშირდება ძველ იტალიკურ ტომებს, რომელთა ერთმა ნაწილმა, კერძოდ ლათინებმა დაიმორჩილეს დანარჩენები და შექმნეს რომის იმპერია. სხვა ვერსიით, იგი მომდინარეობს “ხბოთა ღვთაების” სახელისაგან (ლათინურად vituli ხბოს ნიშნავს).

ხოლო, რაც შეეხება თვითონ იტალიის, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, 1861 წელს თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე არსებული პატარა სამეფო-სამთავროები გაერთიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სულ ბოლოს მათ შეუერთდა რომი, სადაც მანამდე პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდა პაპს. 1922 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ფაშისტური ხელისუფლება ბენიტო მუსოლინის მეთაურობით, რომელიც ჩათრეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. სულ ბოლოს კი 1947 წელს იტალია გახდა დემოკრატიული რესპუბლიკა

იტალია სულ ოდნავ დიდია ამერიკის შტატ არიზონაზე.. აქვს ჩექმის ფორმა და ესაზღვრება ადრიატიკის, იონიის, ლიგურიისა და ხმელთაშუა ზღვები. გარდა ჩექმისა იტალიას ეკუთვნის ისეთი ყველასთის ცნობილი კუნძულები, როგორიც არის, სიცილია, სარდინია, ელბა, კაპრი, ისკია და აშ..

ხოლო რაც შეეხება მოსაზღვრე ქვეყვებს, ესენია: საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და სლოვენია. გარდა ამისა  იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სუვერენული სახელმწიფო: ვატიკანი და სან-მარინო..


.